09:30:00     07-12-2013
რატომ დაუპირისპირდნენ დათო კენჭიაშვილი და სტეფანე მღებრიშვილი ერთმანეთს - 'არ მაინტერესებს უზნეო ხალხი'
ჟურნალ 'რეიტინგში' დაბეჭდილი ინტერვიუ სტეფანესა და მის გუნდის წევრთან
'ახალ ხმაში' ფეისბუქის ჩემს გვერდზე გავიზიარე, თან სტეფანეც
მოვნიშნე, რომ აღნიშნული მასალა არ გამორჩენოდა. მალევე მასალის ქვეშ
მომღერალ, დათო კენჭიაშვილის კომენტარი გაჩნდა. 'გილოცავ, წლის საუკეთესო
მომღერალი მამაკაცი სტეფანე, ვაი ჩვენს პატრონს' . სტეფანეც არ დარჩა
ვალში, - 'ძალიან გულკეთილი ადამიანი ხარ, შენს პატრონს სანერვიულო არ
აქვს' . 'მოგეწვა? სხვათა შორის, ბებია მყავს მღებრიშვილი' , განაგრძო
დათომ და სტეფანემ აღარ უპასუხა.
ბუნებრივია, ამ კამათის დეტალებით დავინტერესდით და დათოს დავუკავშირდი.
- დათო, გუშინ კამათი მოგსვლიათ შენ და სტეფანეს, რა მოხდა?
- არაფერი, ერს მივულოცე სტეფანეს წარმატება ცინიზმით და ეწყინა.
- რა წარმატებაზე ლაპარაკობ, რა კონკურსში გაიმარჯვა სტეფანემ?
-
ეს იყო კომპანია 'რადიო საქართველოს' მუსიკალური დაჯილდოვება 'ოქროს
ტალღა' , სადაც წლის მომღერალი მამაკაცი სტეფანე მღებრიშვილი გახდა, ქალი
კი - ლელა წურწუმია. დაჯილდოება რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში
გაიმართა. ვითომ ინტერნეტ გამოკითხვით, ლაიქების მიხედვით აარჩიეს
გამარჯვებულები, მაგრამ სასაცილოა, ყველაფერს მაინც ამ ქვეყანაში, მათ
შორის საპრიზო ადგილებს, რამდენიმე ადამიანი წყვეტს.
- რატომ მიიჩნევ, რომ სტეფანეს არ ეკუთვნოდა ეს ტიტული?
- რა ვიცი, ეკუთვნოდა?
- მე ჟურნალისტი ვარ, შენ მომღერალი, შენი აზრი უფრო საინტერესოა.
- ირგვლივ ამდენი ნიჭიერი ადამიანია და ეგ რატომ უნდა გაეყვანათ, მითხარი?!
- შენს რომელიმე სიმღერას ან თავად შენ არანაირ ნომინაციაში არ გაგიმარჯვიათ ამ კონკურსში?
-
მე ფოლკლორისტი ვარ და არანაირი პრეტენზია არ მაქვს არცერთ ნომინაციაზე.
არც წითელი ხალიჩის ხამი ვარ. უბრალოდ იქ, იმ ადგილას იმდენი ნიჭიერი
ადამიანი იყო, ეგ რომ დაასახელეს წლის საუკეთესო მომღერალ მამაკაცად,
სირცხვილისაგან სად წავსულიყავი, არ ვიცოდი. იქ იყვნენ დათო არჩვაძე,
'თეატრალურის კვარტეტი' , 'ქართული ხმები' და არ ვიცი, კიდევ რომელი
ერთი ჩამოვთვალო.
კომენტარისთვის სტეფანესაც დავუკავშირდით...
- სტეფანე, გუშინ კამათი მოგსვლია დათო კენჭიაშვილთან 'ფეისბუქის' გვერდზე...
- ვისთან? ვინ არის კენჭაძე?
- კენჭაძე არა, კენჭიაშვილი, მომღერალია, ფოლკლორისტი.
- რა კომენტარი უნდა გავაკეთო? მართლა არ ვიცი, ვინ არის. ასეთი ბევრია, არ მაინტერესებს უზნეო ხალხი.
ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად 'რეიტინგის' საიტისთვის
0